
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხშირად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიადებში და საამაყო შედეგებს აჩვენებენ.
ეშტიის სკოლის დირექცია გვაცნობს მეხუთე კლასის წარმატებულ და საამაყო მოსწავლეს, წოვინარ ჩარჩიანს, რომელმაც სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავა.
„ეშტიის N2 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე წოვინარ ჩარჩიანი, ძალიან ნიჭიერი მონდომებული და ბეჯითი მოსწავლეა. იგი ინტენსიურად ესწრებოდა გონებრივი არითმეტიკის გაკვეთილებს და ბეჯითად მეცადინეობდა იმისთვის რომ საერთაშორისო ოლიმპიადაში წარმატებული შედეგი ეჩვენებინა. წოვინარ ჩარჩიანი ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა, საიდანაც გამარჯვებული დაგვიბრუნდა. მან პირველი ადგილი დაიკავა და ასახელა ჩვენი სკოლა, პედაგოგები და ქვეყანა. ეგ დიდი სიამაყეა ჩვენთვის. ვულოცავთ წოვინარს და ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ “, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: