თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერება აიმაღლეს
27-02-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს აძლევენ ხასიხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად სთავაზობენ არაფორმალური განათლების პროექტებს. 

21 თებერვალს, სკოლის უფროსკლასელებმა, ბიოლოგიის პედაგოგ ლიანა ქსოვრელთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბოტანიკური ბაღის შემეცნებით პროექტში - „ეკო-მკვლევარი“.

საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი ეხმარება მოსწავლე- ახალგაზრდებს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საქმიანობაში ჩაერთონ და აიმაღლონ ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერება, გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა სახალისო-სასწავლო კომპონენტების მეშვეობით ბიოლოგიასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203