ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებისა და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება პედაგოგების ინიციატივით.
ამჯერად დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მშობლიური ენის მასწავლებლები წამამ კურღინიანის და ლუსინე ზაქარიანის ხელმძღვანელობითა და დაწყებით და საბაზო კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. აქტივობაში მეოთხე, მეხუთე და მერვე კლასების მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რომლემბმაც სხვადასხვა სასცენო ნომრები შეასრულეს: იმღერეს, იცეკვეს და წაიკითხეს ლექსები.
იხილეთ ფოტოები: