
თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ესთეტიკური ხედვის, მხატვრული ნიჭისა და შემოქმედებითობის განვითარება-წახალისებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები.
ახლახან, III კლასის მოსწავლეებს ხელოვნებაში ჩაუტარდათ ღია გაკვეთილი თემაზე - „ხალიჩების ისტორია“.
მოსწავლეებმა თემა ხალისით შეისწავლეს. პედაგოგმა ბავშვები არაერთ აქტივობაში ჩართო. გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი თამარ ადამია ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები: