წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართული საინტერესო აქტივობები სამების საჯარო სკოლაში
26-02-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

შესაბამისად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო გაერთიანდნენ და წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ. 

I კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს „მგელი და ციკანი“, წიგნიდან - „ამბები პატარებისთვის“.  შემდეგ კი მოთხრობის პერსონაჟები ფურცლებზე გააცოცხლეს, თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა თავისი ნამუშევარი.

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა წაიკითხეს და განიხილეს აკაკი წერეთლის მოთხრობა - „ჩემი თავგადასავალი“.

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა განიხილეს ილია ჭავჭავაძის მოთხრობა - „ოთარაანთ ქვრივი“. 

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს დაურიგდათ ბარათები, სადაც დაასახელეს მათი საყვარელი წიგნი, საყვარელი წიგნი გაანალიზეს, თანატოლებს მისცეს რჩევა, თუ რატომ არის რჩეული წიგნი მათთვის საინტერესო და საყვარელი.

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203