
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.
მოსწავლეებმა ქართველი ერის წინაშე დავით აღმაშენებლის ღვაწლი აღნიშნეს. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია, დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ასევე უყურეს დოკუმენტურ ფილმს - საქართველოს ოქროს ხანა.
ღონისძიებამ საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეება სახელოვანი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს მეფეთ-მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: