ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლის - ელენე ლეთოდიანის წარმატება სასწავლო ოლიმპიადაში
25-02-2025

ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო პროექტებში ახალისებენ. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, XII კლასის მოსწავლის - ელენე ლეთოდიანის წარმატება. მოსწავლემ ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის მეორე ტურში წარმატებით იასპარეზა. 

მოსწავლემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 39 ქულა მოიპოვა (მასწავლებელი -- ლეილა ლომთაძე);

გეოგრაფია - 28 ქულა დაიმსახურა (მასწავლებელი- მაკა ბენდელიანი);

ისტორიაში კი - 25 ქულა (მასწავლებელი - დარეჯან გასვიანი).

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეს - ელენე ლეთოდიანს ვულოცავთ მოსწავლეთა ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის მეორე ტურში მიღწეულ წარმატებას. კვლავ უამრავი წარმატება გვისურვებია ელენესათვის მშობლიური სკოლის სასახელოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203