
წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ისე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც სახეზეა.
ახლახან, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია, რომელშიც წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
საკონფერენციო თემა წარადგინა პროექტ „დიდგორელის“ 2024 წლის სტიპენდიანტმა - დიანა წულუკიძემ.
მოსწავლის მოხსენებამ დამსწრეთა ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების ბოლოს კონფერენციის მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: