აგანის საჯარო სკოლის წარმომადგენლებს საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცათ
24-02-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აგანის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ისინი მრავალმხრივ განვითარდნენ.

სწორედ ამ უმთავრეს მიზანს ემსახურება ის აქტივობები, რომლებში მონაწილეობაც ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და იმავდროულად სახალისოა.

აღსანიშნავია, რომ აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ძალიან უყვართ ჭადრაკი - ინტელექტუალური სპორტი, რომელიც გონებრივ განვითარებას მაქსიმალურად უწყობს ხელს და ისინი სხვადასხვა შეჯიბრში მიღწეული წარმატებით ახარებენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ამჯერად აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პირველ სასკოლო ოლიმპიადაზე, ჭადრაკში. აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ნონა გაფრინდაშვილის თასში“  მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცათ, რაც თითოეული მათგანისთვის უდავოდ საამაყოა.

აგანის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს თითოეულ მოსწავლეს ცხოვრების ყველა ეტაპზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...