
თბილისის N39 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ისინი მრავალმხრივ განვითარდნენ.
სწორედ ამ უმთავრეს მიზანს ემსახურება ის აქტივობები, რომლებში მონაწილეობაც მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო და იმავდროულად სახალისოა.
ამჯერად თბილისის N39 საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიების შესახებ გვინდა გიამბოთ, რომელშიც მე-3 „გ“ კლასის მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა.
ეს გახლდათ კონცერტი-ვიქტორინა, რომელიც სპეციალურად სადღესასწაულოდ მორთულ სივრცეში ჩატარდა და პატარებისთვის ნამდვილ ჯადოსნურ თავგადასავლად იქცა.
ვიქტორინა მესამეკლასელების დამრიგებლის, ქეთევან გულიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა და პატარებმაც უსაყვარლეს პედაგოგს პირობა ჩამოართვეს, რომ ასეთ ღონისძიებას კიდევ ჩაატარებენ.