
ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეებს შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ.
სკოლის IX ა, ბ, გ კლასების მოსწავლეებს „ვარციხეჰესში“ ჩაუტარდათ გაკვეთილი თემაზე - ჰიდროელექტროენერგია.
მოსწავლეები ჰიდროელექტროსადგურს გეოგრაფიის მასწავლებლის - ეკა სვანიძის ხელმძღვანელობით სტუმრობდნენ.
მოსწავლეები გაეცნენ ჰესებისა და კაშხლების მნიშვნელობას, მათი მუშაობის პრინციპს.
მოსწავლეებისთვის „ვარციხეჰესში“ სტუმრობა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ჰესის ადმინისტრაციას საინტერესო მასპინძლობისთვის.
„მადლობას ვუხდით ჰესის ადმინისტრაციას და პერსონალს თბილი, გულისხმიერი მასპინძლობისთვის, მათ საინტერესო და დაუვიწყარი დღე აჩუქებს ჩვენს ბავშვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: