
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
მათ შორისაა, XII კლასის მოსწავლე ლიზი ლომინეიშვილი, რომელიც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე დასკვნით ტურში გადავიდა. მოსწავლემ ინგლისური ენის ოლიმპიადაში იასპარეზა წარატებით.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საუკეთესო ლიზის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: