ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ
06-03-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კულტურული გასვლითი ღონისძიებები სასკოლო ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რაც მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, მოწაფეთა ზოგადკულტურული კომპეტენციების განვითარებას ემსახურება. 

პროექტის - „ჩვენ მივდივართ მუზეუმში“ ფარგლებში (პროექტის ხელმძღვანელი ნატო კლდიაშვილი ) VI კლასის მოსწავლეები ქუთაისის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს და მიიღეს ინფორმაცია მუზეუმში განთავსებული უნიკალური არტეფაქტების შესახებ.

მოსწავლეებისთვის მუზეუმში ვიზიტი მეტად შემეცნებითი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

„მადლობას ვუხდით თანამშრომლებს საინტერესო მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203