ქუთაისის N19 საჯარო სკოლის წიგნის მოყვარული მოსწავლეები საჯარო ბიბლიოთეკის მუშაობის პრინციპს გაეცნენ
05-03-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურის სიყვარულით გამოირჩევიან, რადგან მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს წიგნის კითხვის მნიშვნელობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

ახლახან, მოსწავლეები საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ. საუკუნენახევრის ბიბლიოთეკის ისტორიითა და წიგნადი ფონდით დაინტერესებულმა ქუთაისის №19 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა ( დამრიგებელი ლია სოხაძე) წიგნადი ფონდი დიდი ინტერესით დაათვალიერეს. 

ბავშვები ინტერესით გაეცნენ ბიბლიოთეკის მუშაობის პრინციპებს, ნახეს ყველა განყოფილება.

სკოლაში მადლობას უხდიან მასპინძლებს საინტერესო დახვედრისთვის და ახარებთ მომავალი თაობის ინტერესი და ცოდნის წყურვილი. 

„მადლობას ვუხდით საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებს თბილი და გულისხმიერი მასპინძლობისთვის. ჩვენ წიგნის მოყვარული თაობა ვართ“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203