„ვულოცავთ, ჩვენს საამაყო ბიჭს“ - ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლე გია კაპანაძე კრივში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
04-03-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს სკოლის დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად, სკოლა VIII კლასის მოსწავლე გია კაპანაძეს გვაცნობს, რომელიც კრივში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელია. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ჩვენს საამაყო ბიჭს და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭრილია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203