„ქალები მეცნიერებაში“ - ქუთაისის N19 სკოლაში, საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
05-03-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. 

მათ შორის შთამბეჭდავია მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

ღონისძიება სახელწოდებით - „ქალები მეცნიერებაში“ საბუნებისმეტყველო კათედრამ (დირექტორის მოადგილე, ფიზიკის პედაგოგი თინათინ წიქორაძე, ქიმიის პედაგოგი ნინო ბენიძე) წარმოადგინა და მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის N19 სკოლის კლუბ „ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ წევრები და ქუთაისის N17, ქუთაისის N37, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და STEM პროექტები. 

მოსწავლეებმა ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს. 

ღონისძიების ბოლოს თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203