„ციხესიმაგრეები და თავშესაფრები სამცხე-ჯავახეთში“ - ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
04-03-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ პრეზენტაციას, როგორც აქტივობა მოსწავლეს უვითარებს პასუხისმგებლობას, ინფორმაციის მოძიება-დახარისხების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარებს, გულისხმობს დამოუკიდებელ მუშაობას.

ახლახან, VI კლასის მოსწავლეებმა საგანში - „ჩვენი საქართველო“ (მასწავლებელი ნატო კლდიაშვილი) წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე - „ციხესიმაგრეები და თავშესაფრები სამცხე-ჯავახეთში“. 

მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები შესაბამისი ინფორმაციებით და გამოკვეთეს მნიშვნელოვანი ფაქტორები, რა როლს ასრულებდა სამცხე-ჯავახეთი, როგორც საქართვლოს კარიბჭე მტრის შემოსევის დროს და როგორ იცავდა იგი დანარჩენ საქართველოს.

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, საკითხს ჩაუღრმავდნენ და ცოდნა გაიმდიდრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203