ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში IX კლასის მოსწავლის - მართა ხუციშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო
25-02-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმქდებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. 

4 თებერვალს, IX კლასის მოსწავლის - მართა ხუციშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. (დამრიგებელი ლელა მანჯავიძე, ხელოვნების მასწავლებელი ნანა კოხრეიძე).

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მართა თვითნასწავლი მხატვარია. მისმა ნამუშევრებმა მოხიბლა თანატოლები და სასკოლო საზოგადოება. ბავშვებმა საინტერესო კითხვები დაუსვეს ნორჩ მხატვარს, მართამ მათ დაწვრილებით გააცნო თავისი შემოქმედების დეტალები.

„წარმატებებს და ბევრ გამოფენას ვუსურვებთ ჩვენს ლამაზ, მოკრძალებულ, ნიჭიერ ხელოვანს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203