ფერეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და მათთვის სასურველი წიგნები შეარჩიეს წასაკითხად
24-02-2025

ვანის მუნიციპალიტეტის ფერეთის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით აქტივობაში მთელი სკოლა იყო ჩართული მათ შორის დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც, რომლებისთვისაც ძალიან სახალისო და საინტერესო იყო პედაგოგის მიერ მიწოდებული აქტივობები. პატარები ეწვივნენ ბიბლიოთეკას და მათთვის სასურველი წიგნები აარჩიეს წასაკითხად, რომლებსაც შემდგომ კლასში განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ წიგნების საჯაროდ კითხვის აქტივობა ხელს უწყობს როგორც კითხვის კულტურის განვითარებას, ისე წიგნებისადმი ინტერესის გაღვიძებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს განათლების ხარისხის განვითარებას.

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203