
ქუთაისის N19 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარიხსიან ფორმალურ განათლებას აძლევს მათ ჩართულობას კი არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებს.
სკოლას არაერთი აქტიური და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომელთა მიღწევები დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყო და სასიხარულოა.
მათ შორის არიან V- ბ კლასის მოსწავლე დემეტრე ნამჩევაძე (დამრიგებელი მარიკა დათუაძე) , VII-გ კლასის მოსწავლეები ლუკა აფრიდონიძე და ლუკა ფხაკაძე (დამრიგებელი ლელა ახალაძე), რომლებიც სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან.
მათ ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საუკეთესო ბიჭებს“,- აღნიშნავენ სკოაში.
იხილეთ ფოტოები: