სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ბუნების გაკვეთილზე მესამე კლასებელმა ნალექმზომი დაამზადეს
24-02-2025

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საინტერესო და აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა მესამე კლასის მოსწავლეებთან.

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პედაგოგმა ნინო ღუდუშაურმა III კლასში მოსწავლეებთან ბუნებრივი მოვლენების წვიმისა და თოვლის შესახებ შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.

„გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, თვითონ ბავშვებმა ჩაატარეს ცდები და დააკვირდნენ ხელოვნურად შექმნილი ღრუბლიდან წვიმის წამოსვლას. აქტივობის ფარგლებში მათა ასევე დაამზადეს ნალექმზომი. ეს დღე ნამდვილად იყო შთამბეჭდავი და სამახსოვრო ჩვენი პატარა მოსწავლეებისთვის“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203