ქუთაისის N19 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიზი ძოწენიძე სამბოში, საქართველოს ჩემპიონია
25-02-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის - ლიზი ძოწენიძის წარმატებით ხარობენ. იგი საქართველოს ჩემპიონია სამბოში.

„დღეს დიდი გამარჯვებების დღე გვაქვს. გაგვახარა ჩვენმა საამაყო მეთერტმეტეკლასელმა ლიზი ძოწენიძემ, იგი საქართველოს ჩემპიონია სამბოში. გილოცავთ, ლიზი. კვლავ ველოდებით დიდ გამარჯვებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს აქტიურად გულშემატკივრობენ. 

აღსანიშნავია, რომ მისი ტყუპისცალი ლუკა ძოწენიძე ასევე წარმატებული მოჭიდავეა. ამავე ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში მან მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა და ბრიჯაოს მედალი დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203