ქუთაისის N19 სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ამაყობენ - მე-12 კლასელი ლუკა ნიქაბაძე სამბოში, საქართველოს ჩემპიონია
27-02-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევები დირექციისა და პედაგოგებისთვის საამყო და სასიხარულოა. 

მათ შორისაა, მე-12 კლასელი ლუკა ნიქაბაძე, რომელიც სამბოში საქართველოს ჩემპიონია.

სკოლაში მოსწავლეს ბრწყინვალე წარმატებას დიდი სიყვარულით ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს საამაყო ბიჭს და ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203