ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
27-02-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგები გარდა იმისა რომ მოსწავლეებს აძლებენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებაზე, მათ შორის მოწაფეთა ზოგადკულტურული კომპეტენციების განვითარებაზე. 

ამჟამად სკოლაში პროექტი - „ჩვენ მივდივართ მუზეუმში“ ხორციელდება, რომელსაც პედაგოგი ნატო კლდიაშვილი ხელმძღვანელობს. ამჯერად, პროექტის ფარგლებში, VI კლასის მოსწავლეებმა მუსიკის სამყაროში გადაინაცვლეს და ეწვივნენ დიდი ქართველისა და მსოფლიო დონის კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს.

მოსწავლეებისთვის მუზეუმში სტუმრობა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ბავშვებმა დიდი კომპოზიტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

„არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მუზეუმის თანამშრომელთა გულთბილი მიღების ფონზე თუ რამდენად შრომატევადი იყო ზღვა ინფორმაციის მიწოდება ბავშვებისათვის, რისთვისაც მადლობას ვუხდით მუზეუმის დირექტორს ქალბატონ მარინა სულაქველიძეს. გვასახელა ჩვენმა პატარა პიანისტმა ლუკა კორკოტოვმა,  მან დიდი კომპოზიტორის სახლი ტკბილი ჰანგებით აავსო. კიდევ და კიდევ უამრავი სანახაობა და წარმატებები ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203