
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და მათ სახელზე არაერთი წარმატებაა.
მათ შორისაა, IXგ კლასის მოსწავლე, ნორჩი მხატვარი ელენე სებისკვერაძე, რომელიც კალენდრის კონკურსის გამარჯვებული და სერტიფიკატის მფლობელია.
მოსწავლის დამრიგებელი ლელა მანჯავიძე გახლავთ, რომელის მოსწავლის დიდი მხარდამჭერი და გულშმატკივარია.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საუკეთესო ელენეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: