
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
VIIგ კლასის მოსწავლეებმა საგანში - „ჩვენი საქართველო“ იმუშავეს საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე და წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „ათენის დემოკრატია“.
მოსწავლეებმა შექმნეს შემოქმედებითი პროდუქტი, საარჩევნო ბუკლეტები და სამკერდე ნიშნები.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მხარდასაჭრად კი შეიმუშავეს საარჩევნო პროგრამა, რომელშიც გაწერილი იყო თუ რატომ უნდა დაეჭირათ მხარი ამა თუ იმ კანდიდატისთვის.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნატო კლდიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამაყობს მოსწავლეთა აქტიურობით და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: