ქუთაისის N19 საჯარო სკოლის STEAM კლუბის წევრებმა ქარის გენერატორის მოდელი ააწყვეს
28-02-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს STEAM კლუბი, რომლის წევრებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან და STEAM ცოდნასა და უნარებს იძენენ და ივითარებენ. 

24 იანვარს, კლუბის მორიგი სამუშაო შეხვედრა მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა, სადაც კლუბის წევრებმა ქარის გენერატორის მოდელი ააწყვეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ქუთაისი ძალზედ ქარიანია, ამიტომ შესაძლებელია ეს სასიკეთოდ გამოიყენონ, როგორც განახლებადი ენერგიის წყარო ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიაზრონ განახლებული ენერგიის წყაროების მუშაობის პრინციპები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203