ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს საინტერესო პრეზენტაციით გამოეხმაურნენ
24-02-2025

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

21 თებერვალს მოსწავლეები მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. 

მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს. მე-10 კლასელებმა ხაზგასმით აღნიშნეს ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სასკოლო საზოგადოებას მოუწოდეს უარი თქვან ბარბარიზმებზე.

21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203