
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და ნათლად აცნობიერებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას.
სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობას აქტიურად ეწევიან და სასკოლო საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს ახორციელებენ. ამჟამად, კლუბი ჩართულია მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია.
ახლახან, მოსწავლეებისთვის თავისუფალი გაკვეთილი - „მწვანე ტექნოლოგიების გზამკვლევი“ ჩატარდა. გაკვეთილის თემა იყო - „მწვანე დედამიწა“.
გაკვეთილის მიზანი კი უზრუნველყოს, მოსწავლეებისათვის სასწავლო ჩარჩოს პირველი იერარქიული ფაქტორი - ტყე და მისი როლი გარემოს დაცვის ბალანსში.
შეხვედრას ეკოკლუბის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ ეკოსკოლის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: