გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასელმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თემატური გამოფენა მოაწყო
24-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. 

მათ შორის, ამ დღის აღსანიშნავად, მესამე კლასის მოსწავლე ანამარია ხითარიშვილმ პატარა, თემატური გამოფენა მოაწყო ქართული ენის ელემენტებით.

მოსწავლემ საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევარი შექმნა და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინა. 

21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203