ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი თავგადასავალი - ბავშვებისთვის როლური თამაშის მე-2 ეტაპი ჩატარდა
24-02-2025

ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში სტარტი აიღო ცნობილმა თამაშმა „ქვესტი“. ეს არის თამაში, რომელიც განკუთვნილია მცირე რაოდენობის ადამიანებისათვის. მოთამაშეების ამოცანაა გამოიცნონ სხვადასხვა ლოგიკური დავალებები მინიშნებების დახმარებით. გუნდში გაერთიანებული არიან მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები.

თამაში მოსწავლეებისთვის მეტად თავშესაქცევია და სახალისოსთან ერთად სასწავლო-შემეცნებით მიზანს ატარებს. 

სკოლაში „ქვესტის“ უკვე მეორე ეტაპი ჩატარდა. მოსწავლეებმა დავალების საფუძველზე მიიღეს ახალი მინიშნება, რომელიც დაეხმარება შემდეგი ეტაპის გადალახვაში.

მოსწავლეები თამაშში დიდი ინტერესით არიან ჩართულნი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203