ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში ცნობილმა საგანმანათლებლო თამაშმა აიღო სტარტი
24-02-2025

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია თამაშით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში სტარტი აიღო ცნობილმა თამაშმა „ქვესტი“. ეს არის თამაში, რომელიც განკუთვნილია მცირე რაოდენობის ადამიანებისათვის. მოთამაშეების ამოცანაა გამოიცნონ სხვადასხვა ლოგიკური დავალებები მინიშნებების დახმარებით. გუნდში გაერთიანებული არიან მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა პირველ დავალებას წარმატებით გაართვეს თავი, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსახურებული 100 ქულაც მოიპოვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203