
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ.
სახალისო მათემატიკა სპორტის გაკვეთილზე - ეს იყო გაკვეთილის მთავარი აზრი.
გასართობ თამაშში - „ჩააგდე ბეჭედი მიზანში“ მოსწავლეებმა მიღებული ქულები ჩამოწერეს დაფაზე, შეკრიბეს, დაალაგეს ზრდადობის და კლებადობის მიხედვით. შეადარეს თუ რამდენი იყო სხვაობა თითოეული მათგანის მიერ მიღებულ ქულებს შორის.
„შეკრიბე ორნიშნა რიცხვები და არ ჩამორჩე ჯანსაღი ცხოვრების წესს“ - მოუწოდა მასწავლებელმა მოსწავლეებს და შედეგით აღფრთოვანებული დარჩა.
გაკვეთილი საგნების - მათემატიკისა და სპორტის ინტეგრირებით ჩატარდა და მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.