„მათემატიკოსთა ბიოგრაფია და მათი აღმოჩენების წვლილი მეცნიერებაში“ - მეორე სვირის N1 სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
24-02-2025

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და აქტივობას მიმართავენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, სკოლამ, მათემატიკის კათედრის ინიციატივით, განახორციელა პროქტი - „მათემატიკოსთა ბიოგრაფია და მათი აღმოჩენების წვლილი მეცნიერებაში“.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს შეესწავლათ და წარმოედგინათ ცნობილი მათემატიკოსების ცხოვრება, მათი მათემატიკური მიღწევები და გავლენა თანამედროვე ცხოვრებაზე.

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ IX კლასის მოსწავლეები.

პროექტი წარმატებით განხორციელდა. მისი მიმდინარეობა იყო საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო, დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათი თვალით დანახული მათემატიკოსები. ჩაატარეს ვიქტორინა, წარადგინეს პრეზენტაციები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მოსწავლეებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ისინი გაეცნენ სხვადასხვა ცნობილი მათემატიკოსების ცხოვრებას, მათი მათემატიკით დაინტერესების შემთხვევებს, მათი მიღწევების როლს თანამედროვე მეცნიერების ჩამოყალიბებაში. გააცნობიერეს მათემატიკური მიღწევების პრაქტიკული გამოყენება. გაიუმჯობესეს პრეზენტაციის წარდგენისათვის საჭირო უნარები.

„ვფიქრობთ, რომ პროექტის ფარგლებში მიზანი მიღწეულია. მოსწავლეებმა განივითარეს კრიტიკული აზროვნება, შეძლეს შემოქმედებითები ყოფილიყვნენ, გაიუმჯობესეს თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203