
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შესაძლებლობების განვითარებასა ემსახურება.
ახლახან, სკოლაში ცნობილი სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღე აღინიშნა. წელს, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 156 წელი გავიდა.
სკოლაში ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღეს გამოფენა მიეძღვნა. გამოფენაზე გამოიფინა მწერლის ზღაპრის ილუსტრაციები მე-5 ა და ბ, მე-6, მე-7 ა და ბ კლასის მოსწავლეთა შესრულებით.
გამოფენის ორგანიზატორი იყო ხელოვნების მასწავლებელი ლეილი არზუმანიანი, რომელიც მოსწავლეთა შემომქდებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: