დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები საზეიმოდ გადაეცათ
25-02-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისიხან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სასწავლო მიღწევებზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საამაყოა. 

ახლახან, სკოლამ 2022-2023 სასწავლო წლის ოქროსმედალოსნებს -  ლუკა ხაბალაშვილს, ბექა გელაშვილს, ეთო კოჩალიძეს და მარიამ ვაშაყმაძეს უმასპინძლა და გადასცა მათ კუთვნილი მედლები.

„კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!“ - ლაიტმოტივად გასდევდა ეს სიტყვები საზეიმო დაჯილდოების ღონისძიებას. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს სწავლაში მიღწეული წარმატება მიულოცეს და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. 

„მათთან შეხვედრა სასიამოვნო იყო, რადგან წარმატებული მოსწავლეები ახლა უკვე წარმატებული სტუდენტები არიან და ღირსეულად გააქვთ ჩვენი სკოლის სახელი სხვადასხვა უნივერსტიტეტებში. ბავშვებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოს, მადლობას გიხდით ჩვენი შრომის დაფასებისთვის და გისურვებთ საუკეთესო მომავალს! “,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ოქროსმელადლოსანი ბექა გელაშვილი ოზურგეთის მერიის სტიპენდიანტია. ის საუკეთესო აკადემიური მოსწრებისთვის ჯილდოვდება. 

„ლაითურის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის ოქროსმედალოსანს, და ამჟამად, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის მეორეკურსელ ბექა გელაშვილს, ოზურგეთის მერიის მიერ საუკეთესო აკადემიური მოსწრებისთვის დაწესებული სტიპენდიის მოპოვებას. ყოჩაღ ბექა, ჩვენ ვამაყობთ შენით. წარმატებულ და ღირსეულ მომავალს გისურვებთ. მადლობა მერს ამ ინიციატივისთვის! „ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.“/ილია ჭავჭავაძე/“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...