
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროფესიული უნარების სააგენტომ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ინტეგრირებული პრიფესიული პროგრამების განმახორციელებელ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების შრომის ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობა და დასაქმების შესაძლებლობების პოპულარიზება.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, აბიტურიენტები, დამამათავრებელი კლასების მოსწავლეები და მათი მშობლები.
სტუდენტებმა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამებისა და სამომავლო მოლოდინების შესახებ მოსაზრებები გაუზიარეს მოსწავლეებს, მშობლებსა და სტუმრებს.
იხილეთ ფოტოები: