
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ისინი მრავალმხრივ განვითარდნენ.
სწორედ ამ უმთავრეს მიზანს ემსახურება ის აქტივობები, რომლებში მონაწილეობაც ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და იმავდროულად სახალისოა.
ახლახან, ქუთაისის N19 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „ეს ქვეყანა შენია“.
აქტივობაში მონაწილეობა იყო შემეცნებითი და მოსწავლეებმა შეძლეს საუკეთესო გამოცდილების მიღება.
აქვე აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებულებს: ნინა ყუბანეიშვილს, მარი ხარატიშვილსა და გუნდის ხელმძღვანელს - ნინო ბენიძეს გადაეცათ ნოუთბუქები და სამახსოვრო დიპლომები.
იხილეთ ფოტოები: