გაიცანით პატარა თეატრალი ქუთაისის N19 საჯარო სკოლიდან
24-02-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატება დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყოა. 

მათ შორისაა VII კლასის მოსწავლე ანდრია სოფრომაძე, რომელიც პატარა მსახიობია. 

თეატრალური ხელოვნებით გატაცებული მე-7 კლასელი ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამართულ პრემიერაში მონაწილეობდა. სცენაზე ჩარლზ დიკენსის - „შობის ზღაპარი“ დაიდგა.  დამდგმელი რეჟისორი გიორგი თავაძე, რეჟისორი - კი სკოლის მეგობარი კახაბერ გოგოლაშვილი გახლდათ. 

სპექტაკლში მსახიობების გვერდით ქუთაისის N19 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე ანდრია სოფრომაძე თამაშეობდა. ანდრიას პერსონაჟის დედის როლს კი ქუთაისის N19 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - მსახიობმა ელზა სულაძემ შეასრულა. 

ანდრიას თანაკლასელები და დამრიგებელი ეკა სვანიძე სპექტაკლს დაესწრნენ და ემოციური მუხტი მქუხარე აპლოდისმენტებით გამოხატეს.

„მადლობას ვუხდით სპექტაკლის დამდგმელ გუნდს, ნორჩ მსახიობს კი წარმატებებს და შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლისა და კურსდამთავრებულის წარმატება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203