
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 21 თებერვალს, ამ გამორჩეულ დღეს ღონისძიება - „ჩემი იდენტობა - დედა ენა“.
სკოლის აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - აიჯუნ ალიევასა და რაფის გუმბათოვის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც - აზერბაიჯანული ენის წარსულსა და აწმყოზე დეტალური ინფორმაცია იყო მოცემული.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარადგინეს საინტერესო ლიტერატურულ-მხატვრული და მუსიკალური კომპოზიციები, წაიკითხეს სხვადასხვა პოეტის აზრბაიჯანული ენისადმი მიძღვნილი ლექსები.
ღონისძიებაძე სიტყვით გამოვიდნენ ლიტერატურათმცოდნე მაგარამ ჯაფაროვი, სკოლის დირექტორი ბახრატ ისაევი, სასწავლო ნაწილის გამგე რამიზ მუსტაფაევი და სკოლის სხვა პედავოგები.
ღობისძიებაზე ჯილდო გადაეცა თემაზე - „დედა ენა“ მოსწავლეთა შორის გამართული ესეების კონკურსის გამარჯვებულს.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილე მოსწავლეებს.
21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: