„შესავალი ადამიანის უფლებათა ფილოსოფიაში“ - ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სემინარი ჩატარდა
24-02-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. 

მათ შორის, სკოლაში წარმატებით ჩატარდა პრაქტიკული სემინარი თემაზე - „შესავალი ადამიანის უფლებათა ფილოსოფიაში“, რაც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის იყო ორგანიზებული.

სემინარის სამუშაო გეგმა მოიცავდა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:

▪︎ ადამიანის უფლებათა ფილოსოფიური საფუძვლები;

▪︎ უფლებათა ისტორიული განვითარება;

▪︎ უფლებათა სტრუქტურული კლასიფიკაცია;

▪︎ ბულინგი და ადამიანის ღირსების საკითხი;

▪︎ უფლებათა უნივერსალურობის საკითხი;

▪︎ უფლებათა დაცვის მექანიზმები თანამედროვე საზოგადოებაში.

სემინარზე განიხილეს ბულინგის თემა - როგორ უკავშირდება ის ადამიანის ღირსებისა და უფლებების საკითხებს. მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რატომ აქვს ყველას უფლება ისწავლოს უსაფრთხო გარემოში და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ბულინგის პრევენციისთვის. 

მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, ყველა თეორიული ასპექტი პრაქტიკული მაგალითების განხილვა-შესრულების გზით გაეაზრებინათ.

როგორც სკოლაში გევუბნებიან, სემინარი ფოკუსირებული იყო ადამიანის უფლებათა ისტორიულ-ფილოსოფიურ და სამართლებრივ საფუძვლებზე, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, სიღრმისეულად შეესწავლათ უფლებათა კონცეფციები და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის, სასკოლო გარემოში. 

სემინარს უძღვებოდა №4 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ფილოსოფოსი და სამართალმცოდნე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორანტი ბექა ძოწენიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203