
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითობას ახალისებენ და მათი ესთეტიკური ხედვის განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.
ახლახან, მოსწავლეები ART გალერეას სტუმრობდნენ.
მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრთან არსებული სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა დაათვალიერეს.
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: