აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს
21-02-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა თაოსნობით, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად პირველკლასელებს ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა ერთმანეთს წაუკითხეს დიდი წიგნი - „ორი ღორი“ და წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

მოსწავლეებმა ასევე ერთად შექმნეს წიგნის სანიშნეები და კვლავ დაგეგმეს საბავშვო ლიტერატურის კითხვა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203