ქუთაისის N13 სკოლის მოსწავლეები იუსტიციის სახლის მუშაობის პრინციპს გაეცნენ
24-02-2025

ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგ კაროლინა ოსიპოვას ხელმძღვანელობით იუსტიციის სახლს სტუმრობდნენ. 

გასვლითი ღონისძიება, „მოქალაქეობაში“ მე-10 კლასის სასწავლო თემიდან - „მოქალაქე და სახელმწიფო სტრუქტურები“ ფარგლებში მოეწყო. იუსტიციის სახლში მოსწავლეები უწყების მუშაობის პრინციპს ადგილზე გაეცნენ. ნახეს „ყველაფერი ერთ სივრცეში“ მუშაობის პრინციპი, რაც გულისხმობს მომხმარებელთა მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით.

ასევე, გაიგეს იუსტიციის სახლის სტრუქტურისა და მიზნის შესახებ, განხორციელებული და ახლო მომავალში განსახორციელებელი თანამედროვე და ინოვაციური გადაწყვეტილებების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...