ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლეს
21-02-2025

ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მატიანეს კიდევ ერთი ლამაზი და ღირსშესანიშნავი დღე შეემატა. მოსწავლე-მასწავლებელთა სურვილმა შეხვედროდნენ ტარიელ ხარხელაურს ხორცი შეისხა. სკოლაში თანამედროვეობის გამორჩეულ პოეტს უმასპინძლეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, 9 თებერვალს სკოლაში უსაზღვრო სიკეთის, სიხარულისა და ბედნიერების მომლოდინე ემოციებმა დაისადგურა, რისი მიზეზიც თანამედროვე პოეზიის დიდებული წარმომადგენლის - ტარიელ ხარხელაურის სტუმრობა გახდა.

პოეტის გულწრფელობამ, სითბომ, უბრალოებამ და თავმდაბლობამ, რომელიც მის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა, დამსწრე პედაგოგებისა და მოსწავლეების სულთა სამყაროში ჰპოვა შთაგონების მშვიდი სავანე.

ეს უძირო შთაბეჭდილებების ზღვა წარუშლელ და ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან პოეტს სტუმრობისათვის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის.

„თქვენ გაგვიძლიერეთ რწმენა იმისა,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთგულება და სიყვარული იმ საქმისა, რომელსაც ვემსახურებით.

„სთქვი, მამულო, რა გაწუხებს,

სთქვი, დავდგები დარიალთან". სუფთა გულითა და თავდაუზოგავი შრომით, როგორც გვასწავლეთ, ჩვენ დავდგებით დარიალთან!“,- აღნიშნევენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...