ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში თანამშრომლობითი, პატივისცემაზე დაფუძნებული, შემოქმედებითი და პროდუქტიული გარემოა შექმნილი. პოზიტიური სასკოლო კულტურა კი, რა თქმა უნდა, სწავლა-სწავლების პროცესზე დადებითად აისახება.
სკოლაში, ცდილობენ სასკოლო ცხოვრებაში მეტი პოზიტივი შეიტანონ, ერთმანეთის განწყობაზე იზრუნონ და დადებითი ემოციები გაუზიარონ.
სასკოლო ცხოვრების -ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს სახალისო ვიდეორგოლი, რომელსაც სკოლა გვიზიარებს მინაწერით - „ქუთაისის N7 საჯარო სკოლის პედკოლექტივი გიგზავნით ბევრ პოზიტივს“.
იხილეთ ფოტოები: