ქუთაისის N36 სკოლის მე-2 კლასელები წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ კამპანიას შეუერთდნენ
26-02-2025

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ახალისებენ იკითხონ მეტი მხატვრული ლიტერატურა და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

შესაბამისად, წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ კამპანიას სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ. 

მე-2 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ერთად წაიკითხეს სხვადასხვა ზღაპრები, შემდეგ კი იმსჯელეს საყვარელ პერსონაჟებზე და მათ თავგადასავლებზე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს აქტივობა პატარებს დაეხმარებათ წიგნების სიყვარულის გაღრმავებაში და აზრის გამოხატვის უნარების განვითარებაში.

ბავშვებს ძალიან მოეწონათ ეს აქტივობა, რადგან  სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია.

აქტივობა მოსწავლეებს პედაგოგმა - ნანა ნაცვლიშვილმა შესთავაზა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203