„მეფეო დავით“ - ქუთაისის N36 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ისტორიულ მუზეუმში პერფორმანსი დადგეს 
25-02-2025

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი ერის წინაშე დავით აღმაშენებლის ღვაწლი აღნიშნეს. 

„900 წელი შესრულდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან. განუზომელია მისი ღვაწლი ერის წინაშე. რამდენი დაწერილა... რამდენი თქმულა... და მაინც ბოლომდე ამოუცნობია დავით მეფის პიროვნება ქართველი ერისათვის, ამიტომაცაა, ალბათ, მხოლოდ 300 წლის შემდეგ რომ უწოდა მას ხალხმა აღმაშენებელი. ათასწლეულში ერთი იბადება მსგავსი ადამიანი ერში. დიდება მის ხსოვნას, საქმესა და ღვაწლს მისას!“,- ამაყობენ სახელოვანი წინაპრით სკოლაში და მოსწავლეთა პატიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა (დამრგ. მარიამ გოგიშვილი, მასწავლებელი ინეზა კაციტაძე) ქუთაისის სამხარეო მუზეუმში მუზეუმის დირექციისა და თანამშრომლების მხარდაჭერით დადგეს მინი წარმოდგენა ლალი დეკანოიძის ლექსის - „მეფეო დავით“ მიხედვით. პერფორმანსში ჩანდა მოსწავლეთა გულწრფელი პატივისცემა, სიყვარული და თაყვანისცემა წმინდა მეფისადმი.

წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმის ღირსშესანიშნაობებს.

„მადლობა სკოლის დირექციასა და მშობლებს გვერდით დგომისათვის, მადლობა ინეზა კაციტაძეს და მარიამ გოგიშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203