
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, მე-6გ კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო პროექტი თემაზე - „მიკრობები ჩვენს გარშემო“.
მოსწავლეებმა მოძიეს და წარადგინეს მრავალფეროვანი ინფორმაცია მიკრობების შესახებ, მათ როლზე, ფორმაზე, ასევე დადებით და უარყოფით თვისებებზე.
მოსწავლეებმა საკითხის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, თემას ჩაუღრმავდნენ, ახალი ცოდნა შეიძინეს და შემეცნებითი პრეზენტაციები მოამზადეს.
პრეზენტაციები გამოირჩეოდა საინტერესო და მრავლისმომცველი შინაარსით, რაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ ბავშვებს დაეხმარება მიკრობების სამყაროს უკეთ გაცნობაში და შემდგომში მათი სწორად გამოყენების გზების აღმოჩენაში.
მე-6გ კლასის დამრიგებელი ციცინო ჭეიშვილი გახლავთ, საგნის მასწავლებელი კი ეკა იკოშვილი.
იხილეთ ფოტოები: