„რეზონანსი“ - ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
24-02-2025

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ პროექტებით სწავლებას, რადგან მეთოდი გარდა იმისა, რომ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა, ბავშვებს საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, თავი მოუყარონ წინარე ცოდნას, გამოუმუშავებს დაგეგმვის, თვითკონტროლის, დროის მართვის, რესურსების მობილიზების უნარებს.

ახლახან, XI კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პროექტი თემაზე „რეზონანსი“. (პედაგოგი ე. იკოშვილი)

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს სასარგებლო და საზიანო რეზონანსის მაგალითები.

მათ დეტალურად ისაუბრეს და წარმოადგინეს ის შესაძლო შედეგები, რომლებიც შესაძლოა მოჰყვეს საზიანო რეზონანსს. ასევე, განიხილეს მისი თავიდან არიდებისა და ეფექტური მართვის გზები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა მოსწავლეებს არამარტო თეორიული ცოდნა მისცა, არამედ პრაქტიკული მიდგომებიც დაანახა, რაც მათ საშუალებას მისცემს, სხვადასხვა რეალურ სიტუაციაში გამოიყენონ ეს ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203